იემენში შეტაკებები გრძელდება - კვირის პალიტრა

იემენში შეტაკებები გრძელდება

იემენში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები გრძელდება. მორიგი შეტაკება ქალაქ სანაში მოხდა.

ჯარისკაცები და პოლიციელები თავს ოპოზიციის ბანაკს დაესხნენ, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაიჭრა. აშშ იემენის ოპოზიციას მოუწოდებს, ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს და მიესალმება ხელისუფლების სურვილს, პოლიტიკური კრიზისი დასძლიოს.