დალაი ლამა მიდის - კვირის პალიტრა

დალაი ლამა მიდის

76 წლის დალაი ლამა გეგმავს, ფორმალურად გადადგეს ტიბეტის პოლიტიკური ლიდერის თანამდებობიდან. თუმცა ის ტიბეტის სულიერ ლიდერად ისევ დარჩება.

მისი თქმით, ტიბეტელებმა ახალი ლიდერი თავისუფალი არჩევნების გზით უნდა აირჩიონ და ტიბეტის ავტონომიის მოთხოვნა მსოფლიო არენაზე მკვეთრად უნდა დაისვას. დალაი ლამა 1959 წლის ტიბეტის გათავისუფლებისა და ჩინეთიდან გამოყოფის უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, გადასახლებულია ინდოეთის ქალაქ დარამსალაში და იქიდან აქტიურად იცავს ტიბეტის ჩინეთიდან გამოყოფის იდეას.