შეთანხმდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ - კვირის პალიტრა

შეთანხმდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ

ბერნში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე გაიმართა მოლაპარაკებები.

ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნოდა.

დიალოგი უშედეგოდ დასრულდა - თბილისი და მოსკოვი მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება.

საქართველო რუსეთისგან, ვმო-ში გაწევრებაზე თანხმობის მიცემის სანაცვლოდ, ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას ითხოვს.