2008 წლის ომის შემდეგ საფრანგეთი რუსეთს იცავდა - კვირის პალიტრა

2008 წლის ომის შემდეგ საფრანგეთი რუსეთს იცავდა

სკანდალურ საიტ "ვიკილიკსზე" გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საფრანგეთმა დაბლოკა პოლონურ-შვედური ინიციატივა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

ასევე,  საფრანგეთი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ჩაშლით დაიმუქრა, თუკი შვედეთი და სხვა ქვეყნები, მოსკოვსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებში "მოვლენების ბუნებრივ განვითარებას" ხელს შეუშლიდნენ. საფრანგეთის მხრიდან ზეწოლის შესახებ ცნობილი გახდა იმ კონფიდენციალური წერილიდან, რომელიც ვაშინგტონში გაგზავნა შვედეთში აშშ-ის რწმუნებულმა რობერტ სილვერმანმა.