მილიარდერთა სიაში ორი ქართველიცაა - კვირის პალიტრა

მილიარდერთა სიაში ორი ქართველიცაა

ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს მილიარდერთა სია გამოაქვეყნა, რომელსაც სათავეში უკვე მეორე წელია მექსიკის "ტელეკომის" მაგნატი კარლოს სლიმ ჰელუ უდგას - მისი ქონება 74 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს;

მეორე ადგილზე კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსია 56 მილიარდი ამერიკული დოლარით;  მესამე ადგილის მფლობელად კი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ფილანთროპი უორენ ბაფეტი დასახელდა, მისი ქონება 50 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. "ფორბსის" სიაში ორი ქართველიც მოხვდა: ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს 5,5 მლრდ დოლარით 185-ე ადგილი უკავია, ხოლო ალექსანდრე ჯაფარიძე 2,5 მლრდ დოლარით 564-ე ადგილზეა.