საქართველოს დელეგაციის წევრი ქურდობისთვის დააკავეს - კვირის პალიტრა

საქართველოს დელეგაციის წევრი ქურდობისთვის დააკავეს

ნიუ-იორკში, მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს 33 წლის მოქალაქე ოლეგ შარიფოვი, რომელიც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრი იყო.

როგორც გამოცემა "ნიუ იორკ პოსტი" იუწყება, ოლეგ შარიფოვმა ნიუ-იორკის კორტლანდტის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "XXI საუკუნიდან" 443.62 დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარა, რის შემდეგაც მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

მოგვიანებით, პოლიციამ გაარკვია, რომ შარიფოვი საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში შედიოდა და მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი არ იყო, მას დიპლომატის იმუნიტეტი მაინც იცავდა. შესაბამისად, პოლიციამ შარიფოვი გაათავისუფლა. თუმცა ქართული მხარის მტკიცებით, შარიფოვი გაუგებრობის მსხვერპლი აღმოჩნდა და ამერიკელ სამართალდამცველებს მის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ.