ლეიბორისტების აქცია ინციდენტით დასრულდა - კვირის პალიტრა

ლეიბორისტების აქცია ინციდენტით დასრულდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მორიგი აქცია-ბრიფინგი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სახლთან გამართა.

ნათელაშვილმა ჩოჩელის სახლის ჭიშკარზე გატყავებული ცხვარი დაკიდა, რითაც მიანიშნა, რომ ჩოჩელმა და მისნაირებმა მოსახლეობა გაატყავეს.

ლეიბორისტთა ლიდერი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ მალე მათ ჩონჩხებს ხალხი რუსთაველის ჭადრებზე ჩამოკიდებს. ბრიფინგისას ჩოჩელის სახლიდან ლეიბორისტებს მწვანილი, პური და ღვინო გამოუტანეს. "მშრომელებმა", პირდაპირი მნიშვნელობით, ჩოჩელს პურმარილზე წიხლი უკრეს, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.