სააკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრისას გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება.

სააკაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველო დონალდ ტრამპის მორიგი წარმატების ადგილი გახდეს. მილიარდერმა კი სააკაშვილს ევროპის და მსოფლიოს კერპი უწოდა და განაცხადა, - სააკაშვილისნაირი მმართველი აშშ-ს არ ჰყავს. სააკაშვილმა თავის ქვეყანაში უპრეცედენტო სამუშაო გასწია და კარგი იქნება, თუ მის გონებრივ შესაძლებლობებს აშშ-იც გამოიყენებსო.