ლევან ვეფხვაძე დარბაზიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

ლევან ვეფხვაძე დარბაზიდან გააძევეს

პარლამენტში მიმდინარე სხდომიდან, სადაც განიხილებოდა ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო დავებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის გამარტივების საკითხი,  ხმაურისათვის გააძევეს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე.

საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას აპროტესტებდა. კანონპროექტზე დებატებისას უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

ბრალდებაზე პასუხის გაცემა ,,ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ მოინდომა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა და მიკროფონის ჩართვას პარლამენტის თავმჯდომარეს დარბაზიდან სთხოვდა.

დავით ბაქრაძემ ორი გაფრთხილების შემდეგ ლევან ვეფხვაძეს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზი წინააღმდეგობის გაუწევლად დატოვა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კი ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო დავებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის გამარტივება კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ეს ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ბერკეტად შეაფასა (იხ.გვ. 7).