ისრაელმა ბაქრაძის მასპინძლობაზე უარი განაცხადა - კვირის პალიტრა

ისრაელმა ბაქრაძის მასპინძლობაზე უარი განაცხადა

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე რივენ რივლინმა დავით ბაქრაძეს ამ ქვეყანაში ვიზიტისაგან თავის შეკავება და სტუმრობის გადადება ურჩია.ებრაული მედიის ცნობით,  მისი მოთხოვნა შიდა და გარეპოლიტიკურ გარემოებებს, ნაწილობრივ კი, საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას უკავშირდება. ბაქრაძის ვიზიტის გადადება საქართველოში, ისრაელის საელჩოშიც დაადასტურეს.

ქართული მხარე ოფიციალურ კომენტარებში არ ადასტურებს, რომ ისრაელის მოთხოვნა უკავშირდება გასული წლის 14 ოქტომბერს ბათუმში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას - რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძისათვის ქრთამის მიცემის მცდელობაში ედებათ ბრალი.