იაპონიიდან ქართველების ევაკუაციის გეგმა მუშავდება - კვირის პალიტრა

იაპონიიდან ქართველების ევაკუაციის გეგმა მუშავდება

იაპონიაში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის ცნობით, ამ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის რამდენიმე გეგმა მუშავდება. "შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს და ასეთ შემთხვევაში უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა, მათ შორის  - საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისა. ამ დროისთვის იაპონიაში საქართველოს 38 მოქალაქეა. ასევე, არიან მოქალაქე-რეზიდენტები - საქართველოს მოქალაქეების მეუღლეები და შვილები, რომლებიც თავად არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

სულ 51 კაცია, მათ შორის - დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები", - განაცხადა ბეშიძემ. მისივე თქმით, სახიფათო ზონასთან - ტოკიოსა და მის შემოგარენში საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება, დანარჩენები კი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობენ. "ევაკუაციის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ჯერჯერობით, არც ერთი გეგმა არ არის გამოკვეთილი, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ", - განაცხადა ბეშიძემ.