მეჩეთის თემამ რესპუბლიკელებში განხეთქილება გამოიწვია - კვირის პალიტრა

მეჩეთის თემამ რესპუბლიკელებში განხეთქილება გამოიწვია

ბათუმში აზიზიეს მეჩეთ-მუზეუმის აშენების თემამ რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოში სამი მეჩეთი აშენდება.

ერთ-ერთი აზიზიეს მეჩეთ-მუზეუმია. რესპუბლიკელები ამ პროექტს მხარს უჭერენ. გამონაკლისი ამ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძეა, რომელმაც მეჩეთის აშენების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო.

მეტიც, დუმბაძემ რესპუბლიკური პარტიის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამის მოქმედებაში დაადანაშაულა. რესპუბლიკელების ცენტრალურმა ოფისმა ეს პარტიის დისკრედიტაციად შეაფასა და დუმბაძე ორგანიზაციიდან გარიცხა. თავად მურმან დუმბაძე დანებებას არ აპირებს და ბათუმში მეჩეთის აშენების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებას გეგმავს.