ხანძარმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ხანძარმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა

პარიზის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი თამაზ და დიანა დალოიანები ემსხვერპლნენ.

ხანძარს გადაურჩნენ დაღუპულების შვილები, რვა და ათი წლის თენგიზ და მარიამ დალოიანები. ხანძრის შედეგად სულ შვიდი კაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.