"მუამარის მემუარები" - კვირის პალიტრა

"მუამარის მემუარები"

ლიბიაში კადაფის მმართველობის 40-წლიანი ეპოქა სრულდება და, სავარაუდოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა მუამარს ციხეში მემუარების საწერად გაუშვებს.

ლიბიელი დიქტატორის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება საბოლოოდ პარიზში გამართულ მსოფლიო ლიდერების საგანგებო სამიტზე გადაწყდა. ძალის გამოყენებას მხარი აშშ-მა და ევროკავშირმაც დაუჭირეს.

პირველად საქმეში საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ჩაერთვნენ, რომელთაც კადაფის ჯარებისთვის დარტყმების მიყენება დაიწყეს. "რაფალეს" ტიპის გამანადგურებლებმა დიქტატორის მომხრე ჯარების სამხედრო კოლონა დაბომბეს, რომელსაც 40-მდე საავიაციო ბომბი და მართვადი რაკეტა ესროლეს. კადაფიმ თავის დაცვა "ცოცხალი ფარის" მეშვეობით სცადა. ტრიპოლიში იმ ობიექტებთან, რომლის დაბომბვასაც დიქტატორი ელოდება, კადაფის ასობით მომხრე შეიკრიბა. საერთაშორისო ძალების მოქმედებას საფუძვლად უდევს გაეროს რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას დიქტატორის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას აძლევს.