ერევანში ხალხი ქუჩაში გამოვიდა - კვირის პალიტრა

ერევანში ხალხი ქუჩაში გამოვიდა

ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი სომხეთის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი, პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი იყო.

მიტინგის მონაწილეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და 2008 წლის 1-ელი მარტის მოვლენების (ერევნის ცენტრში შეტაკებას 10 კაცი ემსხვერპლა) გამოძიება მოითხოვეს. ლევონ ტერ-პეტროსიანის თქმით, მოქმედების დრო დადგა და ხელისუფლებას დროის გაჭიანურება აღარ გამოუვა.

მისი განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მთელი ხალხი გამოვა. მორიგ აქციას სომხური ოპოზიცია 8 აპრილს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში 2008 წლიდან აქციები და დემონსტრაციები აკრძალული იყო.