იემენში, ბაჰრეინსა და სირიაში შეტაკებები გრძელდება - კვირის პალიტრა

იემენში, ბაჰრეინსა და სირიაში შეტაკებები გრძელდება

არაბულ სამყაროში შეტაკებები გრძელდება. იემენის დედაქალაქში ანტისახელისუფლებო გამოსვლებს უკვე 50-ზე მეტი კაცის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

ქალაქ სანაში პრეზიდენტის მომხრეებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალი აბდულა  სალეჰის  გადადგომასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

დაძაბულია ვითარება ბაჰრეინშიც. პროტესტის ახალი ტალღა იქ მას შემდეგ აგორდა, რაც მარგალიტის მოედანზე ძეგლი აიღეს, რომელსაც ოპოზიცია წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევდა. ანტისახელისუფლებო გამოსვლებია სირიაშიც, სადაც პრეზიდენტ ასადის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციის მიტინგი პოლიციამ დაშალა. დაღუპულია 4 კაცი, ასობით კი დაჭრილია.