იაპონიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება - კვირის პალიტრა

იაპონიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში მიწისძვრას 6911 კაცი შეეწირა, 10 ათას 754 კი დაკარგულად მიიჩნევა. მძიმე მდგომარეობა იყო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სპეციალისტები მწყობრიდან გამოსული რეაქტორების გაგრილებას ვერ ახერხებდნენ.

თუმცა საბოლოოდ ეს პროცესი მაინც დაიწყო და სადგურში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგა. მიაგის პრეფექტურაში საკვებ პროდუქტებში რადიაციის საშიში დონე დაფიქსირდა. იაპონიაში დაღუპულების კრემაციისთვის საჭირო საწვავის დეფიციტიც შეიქმნა. ამიტომაც ხელისუფლებამ მოსახლეობას ნება დართო, დაღუპულები მიწაში დაკრძალოს.

იაპონიას პირველადი მოხმარების საგნებით და, სავარაუდოდ, სამაშველო ჯგუფებით საქართველოც დაეხმარება.