ტრამპი პრეზიდენტობისთვის 600 მილიონს დახარჯავს - კვირის პალიტრა

ტრამპი პრეზიდენტობისთვის 600 მილიონს დახარჯავს

ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საარჩევნო კამპანიაში 600 მლნ დოლარი დახარჯოს.

თუმცა, ტრამპს საბოლოოდ არა აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამერიკელი მილიარდერი საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს. აშშ-ში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს ჩატარდება.