სააკაშვილი ბრუკინგსის ცენტრში სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ბრუკინგსის ცენტრში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ბრუკინგსის ცენტრში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოვიდა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც ქვეყნის შენების თავიდან დაწყებამ მოუწია. პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმები მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში მიმდინარეობდა. სააკაშვილმა აღიარა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერში წარმატებას ვერ მიაღწია და ბევრი შეცდომაც დაუშვა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილი სენატორებს ჯოზეფ ლიბერმანსა და ჯონ მაკკეინსაც შეხვდა. ერთ-ერთი თემა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხი იყო. "ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ საქართველოს რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად თავდაცვისა და საკუთარი ტერიტორიის ხელყოფის თავიდან აცილების საშუალება ჰქონდეს. ჩემი პრიორიტეტი აშშ-ის მთავრობის იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველოს თავდაცვის იარაღი ჰქონდეს", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.