ვაშაძე ლავროვს უპირობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ვაშაძე ლავროვს უპირობაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა პირობა დაარღვია. კერძოდ, ვაშაძის თქმით, 10 მარტს, ბერნში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრებას შეეხებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდნენ. ლავროვმა კი რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. "ძალიან დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, ბატონმა ლავროვმა, რამდენიმე დღის შემდეგ დაარღვია შეთანხმება, რაც რუსეთის დიპლომატიის ტრადიციაა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.