ევროპა კარის დახურვით გვემუქრება - კვირის პალიტრა

ევროპა კარის დახურვით გვემუქრება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის თქმით, თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას არ შეასრულებს, ქვეყნისთვის ევროპის კარი დაიხურება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რამდენად გამარტივებულიც უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდნენ. "სავიზო და რეადმისიის შეთანხმება ერთი მედლის ორი მხარეა და შეუძლებელია ერთ-ერთის წარმატებით შესრულება მეორის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის კარს მიღმა აღმოჩნდებით.

კარი დახურული დარჩება, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულებისათვის. სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებს ცვლილებებს ერთბაშად არ მოუტანს. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ სამართლებრივ მოთხოვნებს. ყველა მათგანი ევროპის ტერიტორიაზე აუცილებლად ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდეს", - განაცხადა დიმიტროვმა.