ნატო 2012 წლით გვამშვიდებს - კვირის პალიტრა

ნატო 2012 წლით გვამშვიდებს

"საქართველოსთვის მომავალი წელი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. მისი თქმით, 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, კვლავ აქტუალურია.

"საქართველოში ევროინტეგრაციისკენ მიმართული დემოკრატიული ცვლილებები უნდა გაგრძელდეს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს ნატოს წევრი სახელმწიფოები გააკონტროლებენ, ალიანსი კი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.