მოსკოვი "ნატოს კუთხეებმა" შეაშფოთა - კვირის პალიტრა

მოსკოვი "ნატოს კუთხეებმა" შეაშფოთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღაშფოთა  სოფელ ერგნეთის სკოლაში ნატოს საინფორმაციო კუთხის გახსნამ.

ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ ერგნეთი ნატოს კუთხის გასახსნელად შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ამ სოფელში ოთხმხრივი შეხვედრები იმართება. სერგეი ლავროვის უწყების მტკიცებით, მსგავსი ხერხებით საქართველო ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში ნატოს ჩართვას ცდილობს და ავიწყდება, იკითხოს სოხუმისა და ცხინვალის აზრი.