საქართველო იაპონიას მილიონი დოლარით დაეხმარა - კვირის პალიტრა

საქართველო იაპონიას მილიონი დოლარით დაეხმარა

საქართველო იაპონიას მილიონი დოლარით დაეხმარა. ტოკიომ ფული წითელი ჯვრის იაპონიის ოფისის მეშვეობით მიიღო. ოფიციალური თბილისი იაპონიაში ჰუმანიტარული დახმარებისა და მაშველების გაგზავნასაც აპირებდა, მაგრამ ოფიციალურმა ტოკიომ მხოლოდ სასმელი წყლით ან ფულით დახმარება ითხოვა.