ისრაელმა ქობალიას მასპინძლობაზე უარი განაცხადა - კვირის პალიტრა

ისრაელმა ქობალიას მასპინძლობაზე უარი განაცხადა

საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ისრაელში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უნდა დასწრებოდა, მაგრამ ვიზიტი გადაიდო.

კერძოდ, ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ამნონ ლიბერმანმა ებრაულ მედიას დაუდასტურა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, "ის ქალბატონ ქობალიას არ შეხვდება".

ეს ოფიციალური თელ-ავივის დემარშის მეორე ფაქტია. მანამდე ისრაელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მასპინძლობაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საკითხია, რომელთა დაკავებასაც ისრაელი უსამართლობად და შანტაჟად მიიჩნევს.