სამხედრო პოლიციამ ექიმები დააკავა - კვირის პალიტრა

სამხედრო პოლიციამ ექიმები დააკავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ რვა ექიმი დააკავა. პოლიციის ცნობით, ექიმები მოქალაქეებს ქრთამის სანაცვლოდ, ყალბ ცნობებს აძლევდნენ, რათა მათ სამხედრო სამსახურისთვის აერიდებინათ თავი.

დაკავებული არიან თბილისის #5 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი ლია ალხანიშვილი,  რუსთავის #1 დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ლაურა მჟავანაძე და ამავე დიაგნოსტიკური ცენტრის ექთანი ჟუჟუნა შერვაშიძე, ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების ექიმი ლალი ბეროზაშვილი, ქალაქ ხაშურის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი თამარ არჩვაძე, ქარელის შპს "მკურნალის" ექიმი მანანა ქარსანაშვილი, დაბა აგარაში მდებარე შპს "პულსის" ექიმი დავით ზედგინიძე და ქალაქ თბილისის შპს "მოზრდილთა #2 პოლიკლინიკის" ექიმი ნატო გოროზია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექიმებს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება.