კახი კალაძის პოლიტიკური განცხადება - კვირის პალიტრა

კახი კალაძის პოლიტიკური განცხადება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა განცხადება, რომელშიც გიორგი დემეტრაძისთვის ექვსწლიანი პატიმრობის შეფარდების გამო აღშფოთება გამოთქვა.

მისი აზრით, ქართულმა სასამართლომ მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა. გარდა ამისა, კალაძემ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. "ვფიქრობ, დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალობა, "დემოკრატიის შუქურად" წოდებულმა ქვეყანამ  ამ მხრივ აშკარა რეგრესი განიცადა.

სამწუხაროა, მაგრამ XXI საუკუნეში გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა თავის თავში უნდა გაანადგუროს", - განაცხადა კახი კალაძემ.