მიანმაში მიწისძვრას 60 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მიანმაში მიწისძვრას 60 კაცი ემსხვერპლა

მიანმაში მიწისძვრას 60 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლამ გაართულა. მიწისძვრა მოხდა ბანგკოკშიც, ლაოსსა და ტაილანდშიც, თუმცა სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც ცნობილია, მიანმის, ლაოსისა და ტაილანდის მთიანი რეგიონები სეისმურად აქტიურ ზონას ეკუთვნის და აქ მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.