სირიაში 20 დემონსტრანტი მოკლეს - კვირის პალიტრა

სირიაში 20 დემონსტრანტი მოკლეს

სირიაში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ ოპოზიციის აქციის დასაშლელად იარაღი გამოიყენა.თვითმხილველების განცხადებით, პოლიციელთაგან უმისამართო სროლის გამო ოპოზიციის მომხრეებს შორის 20 კაცი დაიღუპა.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ეპიცენტრი ქალაქი დერაა. აქ აქციები 15 მარტიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას მოითხოვენ.