იერუსალიმში ტერაქტი მოხდა - კვირის პალიტრა

იერუსალიმში ტერაქტი მოხდა

იერუსალიმის ებრაულ კვარტალში აფეთქებას ბრიტანეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 40-ზე მეტი კაცი, რომელთაგან ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ე. წ. ბინძური ბომბი სამგზავრო ავტობუსში აფეთქდა. მანამდე "ჰამასის" მებრძოლებმა ქალაქი აშდოდი რაკეტებით დაცხრილეს. ოფიციალური თელ-ავივი იმუქრება, რომ ისრაელის პასუხი აგრესიული იქნება. ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.