"ფუკუსიმასთან" ისევ დაძაბული მდგომარეობაა - კვირის პალიტრა

"ფუკუსიმასთან" ისევ დაძაბული მდგომარეობაა

იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-თან ზღვის წყალში იოდის რადიოაქტიური იზოტოპების შემცველობა ნორმას 1,25 ათასჯერ აჭარბებს. იაპონური წყაროების ცნობით, შესაძლოა, რადიაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდოს და ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნას.

ოფიციალური ტოკიოს მტკიცებით კი სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. "ფუკუსიმა 1"-ზე საგანგაშო მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც 11 მარტის მიწისძვრამ მწყობრიდან გამოიყვანა გაგრილების სისტემა, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 10418 კაცი იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაკარგულია 17072.