ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკება ჩაიშლება? - კვირის პალიტრა

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკება ჩაიშლება?

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გამო მიმდინარე მოლაპარაკება შესაძლოა აღარ განახლდეს. "ოპოზიციური რვიანი" მის შეთავაზებებზე ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯების არარსებობის შემთხვევაში, მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს.

"რვიანი" საარჩევნო სისტემის რეფორმასა და არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარებას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე პასუხი ხელისუფლებას 23 მარტს, ცესკოში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე უნდა გაეცა, მაგრამ შეხვედრა ჩაიშალა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეხვედრის ჩაშლა ქრისტიან-დემოკრატებს გადააბრალა, პარლამენტში "მინისტრთა კვირეულის" გამო ქრისტიან-დემოკრატებმა შეხვედრის გადადება ითხოვესო.

საბოლოოდ გაირკვა, რომ კონსულტაციების გადადება პირველად "ნაციონალებმა" ითხოვეს. "ოპოზიციური რვიანი" აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებამ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, მომავალი არჩევნები უზურპატორ ხელისუფლებასთან ხალხის ბრძოლად გადაიქცევა.