კვეზერელი და სუბელიანი პასუხისმგებლობას გადაურჩნენ - კვირის პალიტრა

კვეზერელი და სუბელიანი პასუხისმგებლობას გადაურჩნენ

საქართველოს პარლამენტში გამართულ "მინისტრთა კვირეულის" ფარგლებში, ყველაზე მწვავე დებატები საკანონმდებლო ორგანოში სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელისა და დევნილთა უწყების ხელმძღვანელის, კობა სუბელიანის ანგარიშებმა გამოიწვია.

საპარლამენტო ოპოზიციამ კვეზერელი სოფლის მეურნეობის დარგის განადგურებაში, სუბელიანი კი კორუფციასა და დევნილების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ოპოზიციამ ორივე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ორივე საკითხი ჩააგდო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოპოზიცია არაადეკვატურობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ისინი ვერ ხედავენ იმ "წარმატებებს, რომლებსაც კვეზერელმა და სუბელიანმა მიაღწიეს".

პარლამენტმა მოისმინა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის, ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელის, ვერა ქობალიას, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ანდრია ურუშაძისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის ანგარიშები.