"ქართული პარტიის" ლიდერები გარეჯის პოლიგონზე არ შეუშვეს - კვირის პალიტრა

"ქართული პარტიის" ლიდერები გარეჯის პოლიგონზე არ შეუშვეს

"ქართული პარტიის" ლიდერები სამხედრო პოლიციამ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე პოლიგონზე არ შეუშვა.

სოზარ სუბარმა და ლევან გაჩეჩილაძემ იქ ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიგონზე საარტილერიო წვრთნები მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურულ ძეგლებს. სოზარ სუბარის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიგონზე წვრთნები მიმდინარეობს. მან სამოქალაქო საზოგადოებას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენისკენ მოუწოდა.

თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ რეზერვისტთა ბანაკია და იქ არტილერია განლაგებული არ არის (ვრცლად იხ. გვ. 8).