მიუნხენიდან წყნეთამდე - კვირის პალიტრა

მიუნხენიდან წყნეთამდე

"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე, მორიგი სკანდალის გმირები აღმოჩნდნენ.  კერძოდ, გაჩეჩილაძე და ბიწაძე ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში შემთხვევით შეხვდნენ, რასაც მათ შორის ერთი ვერსიით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მხარეებმა ინციდენტი დაადასტურეს, თუმცა ჩხუბის დეტალები არ დაუზუსტებიათ. სკანდალი ამით არ დასრულებულა.

მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნასვამი გაჩეჩილაძე წყნეთში, ბურჯანაძე-ბიწაძის აგარაკთან მივიდა, იგინებოდა და ბიწაძეს მასთან შეხვედრას სთხოვდა. ეს ინფორმაცია თავად ბიწაძემ არ დაადასტურა, რომლის თქმითაც, მას თავის აგარაკთან არც გაჩეჩილაძე უნახავს და არც მისი ხმა გაუგია. (ვრცლად იხ. გვ. 8).