შსს-მ მორიგი ტერაქტები აღკვეთა - კვირის პალიტრა

შსს-მ მორიგი ტერაქტები აღკვეთა

შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს გალელები მანუჩარ ძაძუა, მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა და სოფელ ორსანტიას მკვიდრი კალისტრატე მალანია.

ქართველი სამართალდამცველების ცნობით, მათ ეფ-ეს-ბეს უფროსმა ლეიტენანტმა ალექსეი უშაკოვმა გადასცა ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ასაფეთქებელი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით. უშაკოვმა ძაძუებს ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობისა და იუსტიციის სახლის აფეთქება დაავალა, მალანიამ კი მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდში გადაატანინა.

ძაძუებისა და მალანიას დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გზის ცენტრალურ ნაწილზე დაგდებული პარკი, რომელშიც უცნობი ნივთი იყო, საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიცია გამოიძახეს. გამნაღმველებმა საეჭვო ნივთი დისტანციურად ააფეთქეს. პარკში ნაღმი არ აღმოჩნდა.