ფრენკელსა და ფუქსს პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ფრენკელსა და ფუქსს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელი ბიზნესმენები ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემაში.

სასამართლომ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რონი ფუქსს კი 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფუქსს სახელმწიფოს სასარგებლოდ 500.000-ლარიანი, ფრენკელს კი 100.000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას ევროსასამართლოში აპირებენ. ფრენკელი და ფუქსი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვას ცდილობდნენ (ვრცლად იხ. გვ. 29).