მგზავრობის საფასური არ გაიზრდება? - კვირის პალიტრა

მგზავრობის საფასური არ გაიზრდება?

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის მტკიცებით, დედაქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება.

მისი თქმით, ყველა მძღოლი ერთსულოვანია, რომ საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად, ამჟამად არსებული ტარიფების შენარჩუნება შესაძლებელია. თუმცა ოპოზიციას მერიის წარმომადგენელთა განცხადებებში ეჭვი ეპარება.

კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, სამარშრუტო გადამზიდავების ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს მგზავრობის ტარიფის გაზრდას ორ კვირაში ერთხელ აძალებენ.