ნატომ "თავისიანებს" დაარტყა - კვირის პალიტრა

ნატომ "თავისიანებს" დაარტყა

ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქალაქ აჯაბიაში შეცდომით ლიბიელი ოპოზიციონერების კოლონა დაბომბეს, რასაც 13 კაცი ემსხვერპლა.

"ალ ჯაზირას" ცნობით, "პიკაპის" ტიპის მანქანები პილოტებმა მუამარ კადაფის ერთგული ჯარების სატრანსპორტო საშუალებებად მიიჩნიეს. თავად ლიბიელმა დიქტატორმა კი ალიანსი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში დაადანაშაულა.

ასევე, კადაფიმ უარი განაცხადა ოპოზიციის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ, ჯარები დაეშორიშორებინათ, დიქტატორს კი დაქირავებული მებრძოლები ქვეყნიდან გაეყვანა. კადაფის მტკიცებით, მას ოპოზიციის პირობები რომ შეესრულებინა, ამით "ალ-ქაიდა" ისარგებლებდა.