კოტ-დ ,ივუარში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

კოტ-დ ,ივუარში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

კოტ-დ,ივუარში, ქალაქ დიუკესთან შეტაკებებს 800-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. დიუკეში ინტენსიური ბრძოლები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია, მოსახლეობას კი ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.

კოტ-დ,ივუარში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ლორან გბარგომ პოსტის დატოვებასა და გამარჯვებულად ალასან უატარას აღიარებაზე უარი განაცხადა. უატარა პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას შეიარაღებული გზით შეეცადა.