სირიაში მთავრობა დაითხოვეს - კვირის პალიტრა

სირიაში მთავრობა დაითხოვეს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მთავრობა დაითხოვა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მასობრივი არეულობებისა და დემონსტრაციების შემდეგ მიიღო.

სირიის ლიდერმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის ნაწილობრივ შეცვლაზეც გააკეთა განაცხადი.

ეს კანონი ქვეყანაში 1963 წლიდან მოქმედებს. სირიის ქალაქ დერააში არეულობის დაწყების მიზეზი, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, სკოლის მოსწავლეების დაკავება გახდა. მოსწავლეები კედლებსა და ღობეებზე ანტისამთავრობო ლოზუნგების დაწერისათვის დააკავეს და ხალხი ქუჩაში მათი გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა. პოლიციასთან შეტაკებისას რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაიღუპა, ასობით ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.