ფილიპინებში 20 მასწავლებელი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

ფილიპინებში 20 მასწავლებელი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ფილიპინების ქალაქ პროსპერიდადის სკოლიდან 20 მასწავლებელი გაიტაცეს.

ქალაქის მერის ალვინ მაგდამიტის ცნობით, გატაცების უკან ადგილობრივი კლანის წარმომადგენლები დგანან. ადამიანთა მასობრივი გატაცებით კონკრეტული მიზნის მიღწევა ფილიპინებში ლამის ჩვეულებრივი ამბავია.

მაგალითად, 2009 წელს ერთ-ერთმა კლანმა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 75 კაცი აიყვანა მძევლად.