"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარედ კვლავ შარტავა აირჩიეს - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარედ კვლავ შარტავა აირჩიეს

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა "ეროვნული ფორუმის" ყრილობა, რომელზეც პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ კახა შარტავა აირჩიეს.

ყრილობას 423 დელეგატი დაესწრო. აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრებიც: კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, გუბაზ სანიკიძე და ერეკლე გოგოტიშვილი, "ეროვნული ფორუმის" გენერალური მდივანი კი  რევაზ შავიშვილი გახდა.