მინისტრის მოადგილე გადადგა - კვირის პალიტრა

მინისტრის მოადგილე გადადგა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე პაატა სულაბერიძე თანამდებობიდან გადადგა.

სამინისტროში სულაბერიძის წასვლას სხვა სამსახურში გადასვლით ხსნიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ უწყებაში გადადის.

მათი თქმით,  სულაბერიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. სულაბერიძის შემცვლელი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

პაატა სულაბერიძე სამინისტროში  ჯანდაცვასა და ფინანსებს კურირებდა.