ტრაგედია კონგოში
4 აპრილს "აირზენას" CRJ-100 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც კინსაშა-კისანგანი-კინსაშას რეისს ასრულებდა, კონგოს დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.
მთავარი ვერსიით, თვითმფრინავი დაშვებისას ძლიერ ქარში მოხვდა, მიწას დაენარცხა, შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი 33 მგზავრიდან 32 დაიღუპა, მათ შორის 4-კაციანი ეკიპაჟი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ - გურამ კეპულაძე, სულიკო ცუცქირიძე, ალბერტ მანუკოვი და ალექსეი ოგანესიანი. კატასტროფას მხოლოდ კონგოელი ჟურნალისტი გადაურჩა.
"აირზენას" თვითმფრინავი გაეროს მისიას ემსახურებოდა.