ტრაგედია კონგოში - კვირის პალიტრა

ტრაგედია კონგოში

4 აპრილს "აირზენას" CRJ-100  ტიპის თვითმფრინავი, რომელიც კინსაშა-კისანგანი-კინსაშას რეისს ასრულებდა, კონგოს დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.

მთავარი ვერსიით, თვითმფრინავი დაშვებისას ძლიერ ქარში მოხვდა, მიწას დაენარცხა, შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი 33 მგზავრიდან 32 დაიღუპა, მათ შორის 4-კაციანი ეკიპაჟი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ - გურამ კეპულაძე, სულიკო ცუცქირიძე, ალბერტ მანუკოვი და ალექსეი ოგანესიანი. კატასტროფას მხოლოდ კონგოელი ჟურნალისტი გადაურჩა.

"აირზენას" თვითმფრინავი გაეროს მისიას ემსახურებოდა.