თანამშრომლები დაითხოვეს - კვირის პალიტრა

თანამშრომლები დაითხოვეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი, მათ შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩუკი ჩხეიძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო.

მიზეზად არაკოორდინირებული მუშაობა სახელდება. უახლოეს მომავალში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება და ტურიზმის დეპარტამენტი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდება. ტურიზმის დეპარტამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ვაჟა დიასამიძე ასრულებს.