ბელორუსია სავიზო რეჟიმის შემოღებას არ აპირებს - კვირის პალიტრა

ბელორუსია სავიზო რეჟიმის შემოღებას არ აპირებს

ოფიციალური მინსკის განმარტებით, ბელორუსია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას არ აპირებს.

ბელორუსიის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგორ რაჩკოვსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესება არ იგეგმება და ქვეყნებს შორის მიმოსვლის ძველი ფორმები შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსიას შორის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბელორუსიის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ანდრეი გორულკომ, ბელორუსიის მიერ საქართველოსთან შესაძლო სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. მიზეზად მან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის ბელორუსიაში მოხვედრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე გადასვლა დაასახელა.