სირიაში შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სირიაში შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა

სირიის სხვადასხვა რაიონში დემონსტრაციების დროს მომხდარ შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით, პროვინცია დარას საავადმყოფოებში 50-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, შეტაკებებში პოლიცია არ მონაწილეობდა. ქალაქში შეიარაღებულ ექსტრემისტთა ჯგუფები შევიდნენ, რომლებმაც მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. მშვიდობიანი აქციები სირიის ქალაქებში, ლატაკისა და ბენიასეში გაიმართა.

დემონსტრანტები ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.