იაპონიაში მორიგი მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

იაპონიაში მორიგი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა მედიამ მოსახლეობის დროული ევაკუაციის მიზნით, ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით იაპონიის ხელისუფლებამ გაფრთხილება მოხსნა.

მორიგმა ძლიერმა მიწისძვრამ იაპონიაში პანიკა გამოიწვია. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიაც გაითიშა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამო ,,ფუკუშიმას" რეაქტორზე მომუშავე პერსონალის ევაკუაციაც მოხდა.